Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია მონალიზა
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
მაღაზია "მონალიზა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

მაღაზიის გახსნა იგეგმება 25 თებერვლიდან
ადგილმდებარეობა: Tbilisi outlet village, ვაზიანი
სამუშაო საათები: 40 სამუშაო საათი კვირაში
დარიცხული ხელფასი: 1200+ ბონუსი

სამუშაოს აღწერა: ჩვენ ვეძებთ მეგობრულ, მოტივირებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის განსაკუთრებულ მომსახურებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან თბილი და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** მომხმარებლისთვის რჩევების მიცემა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.
** გაყიდვების ოპერაციების ეფექტურად მართვა.

მოთხოვნები:

** ინგლისური (B1) და რუსული (B1) ენების ცოდნა;
** პუნქტუალურობა.
** მოქნილობა სხვადასხვა ცვლაში მუშაობისთვის;
** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

უპირატესობები:

** კონკურენტული ხელფასი, ბონუს სისტემასთან ერთად.
** თანამშრომლების ფასდაკლება მაღაზიის პროდუქტებზე.
** პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
** დამხმარე და მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე t.diasamidze@luxeboutique.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე