Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (B2B | Industrial Sales) პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე

პოზიციის მოკლე აღწერა:

ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს B2B პროექტულ გაყიდვებზე. პოზიცია არ გულისხმობს მასობრივ ზარებს ან სწრაფ გაყიდვებს — ეს არის გრძელი, ტექნიკური და მაღალი ღირებულების გაყიდვები, სადაც მნიშვნელოვანია ანალიზი, კომუნიკაცია და პროცესის მართვა.

ძირითადი ფუნქციები:

** ახალი B2B კლიენტების მოძიება და პირველადი კონტაქტი;
** კლიენტის საჭიროებების გააზრება და კომერციული კომუნიკაცია;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება დირექტორთან ერთად;
** შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების პროცესის მიყოლა;
** კომუნიკაცია ევროპელ პარტნიორებთან (ინგლისურ, რუსულ ენაზე);
** CRM სისტემაში გაყიდვების პროცესის დაფიქსირება;
** ბაზრისა და კლიენტების საჭიროებების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B2B გაყიდვების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინგლისური, რუსული ენა — სამუშაო დონეზე;
** უნდა მეგობრობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და პროგრამებთან;
** გამოცდილება ტექნიკურ ან ინდუსტრიულ სფეროში (სასურველია);
** დანადგარების / აღჭურვილობის / ტექნიკური გადაწყვეტილებების გაყიდვა (სასურველია);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

უნარები:

** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** პროფესიონალური დამოკიდებულება კლიენტებთან;

რას გთავაზობთ:

** მუშაობა პრემიუმ ევროპულ ბრენდებთან;
** პროფესიული განვითარება და ტრენინგები;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივა;
** მონაწილეობა მსხვილ B2B პროექტებში;

ანაზღაურება:

3000-3500 ლარი (გამოცდილების მიხედვით;
ბონუსი რეალურ გაყიდვებზე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე