Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ვეტლაიფი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
ვეტერინარული კლინიკა "ვეტლაიფი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს სრულ ვეტერინარულ და ლაბორატორიულ მომსახურებას.

ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს როგორც ცხოველების, ისე მათი პატრონების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.

კომპანია "ვეტლაიფი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვეკე-საბურთალო, სიმონ კანდელაკის 41

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების სწორად და დროულად წარმოება;
** თანხის მოძრაობის კონტროლი და ზუსტი აღრიცხვა;
** მომხმარებლებისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** ვიზიტებისა და ჩაწერების ორგანიზება და მართვა;
** კომუნიკაციის წარმოება სოციალურ ქსელებში;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა.

მოთხოვნები:

** სასურველია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის, ორგანიზებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი მომხმარებლებთან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:30 - 19:00 ან 09:30 - 22:00
** სამუშაო დღეები: კვირაში 3-5 დღე (დამოკიდებულია არჩეული გრაფიკზე და საათებზე)
** ანაზღაურება: 1200-1600 (ხელზე ასაღები) (დამოკიდებულია საათების რაოდენობაზე)
** ხელფასი გაიცემა ყოველი თვის პირველ რიცხვში უნაღდო ანგარიშსწორებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hello@vetlife.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591 07 57 28

გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ ვაკანტურ პოზიციაზე.

"ვეტლაიფი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "ვეტლაიფი"-ს მიერ (ს/ნ 406228657) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ მიერ ჩვენთვის CV-ის სახით მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე