Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული +პრემია, საშუალოდ 1500-2000+ ლარი; დამოკიდებულია რეალიზაციის შედეგზე;
ადგილმდებარეობა: თბილისი-დიდუბე, სავაჭრო ცენტრი საბა, ცალკე მაღაზია.
სფერო: საოფისე ავეჯის რეალიზაცია;

ვალდებულებები:

** კორპორატიული და საცალო გაყიდვების წარმოება და მართვა;

აუცილებელი მოთხოვნა:   

** გამოცდილება გაყიდვების წარმოებასა და მართვაში;
** საბაზისო საოფისე პროგრამების ცოდნა, ტესტირება ექსელში; 
** სალარო ოპერაციების და ფმჯ ის მინიმალური ცოდნა (ტესტირება);

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 1 დან 2 კვირამდე არაანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

გამოცდილების და შედეგის მიხედვით განსაზღვრულია ხელფასის ზრდა.
ანაზღაურებადი სტაჟირების დამთავრებისთანავე ჯანმრთელობის დაზღვევა საჩუქრად.

სამუშაო გრაფიკი სრული, კვირაში 1 დასვენების დღე და მცოცავი გრაფიკი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ვაკანსიებთან დაკავშირებით კითხვები გთხოვთ მოგვწეროთ ვაიბერზე ან ვათცაპში ნომერზე: 599 068 468 ან გამოგვიგზავნოთ cv ვათცაპში ან ფოსტაზე: vacancy@pm.ge (შემოსულ ზარებზე პასუხი არ გაიცემა, კომუნიკაცია მხოლოდ მიმოწერით).

გთხოვთ, cv გამოგზავნისას მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება;

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე