Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694719&print=yes&view=jobs
 
სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის კოორდინატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 27 იანვარი
საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის კოორდინატორის თანამდებობაზე.

თანამდებობა: სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის კოორდინატორი
მომსახურება/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: 100 % განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, საქართველო

სამუშაო მიზანი:

სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის განვითარება, სასწავლო პროგრამების შედგენა, ტრენერების პროფესიული განვითარება;

სასწავლო ცენტრის კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების დროულ და ეფექტურ განხორციელებას;
** სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ორგანიზებას;
** უზრუნველყოფს სწავლების თეორიის და მეთოდების შემუშავებას;
** ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება;
** კოორდინირება გაუწიოს ექთან-ტრენერების მუშაობას;
** შეადგინოს სასწავლო გეგმები;
** მოახდინოს პედაგოგების მუშაობის ინფორმაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
** შეადგინოს ტრენინგების გრაფიკი შინმოვლის კოორდინატორთან შეთანხმებით;
** აწარმოოს სამედიცინო და სწავლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, უზრუნველყოს მონაცემების დროული შეგროვება, ანალიზი;
** მონაწილეობა მიიღოს ახალი პროექტების შემუშავებაში, რაც მოიცავს საჭიროების დადგენას ახალი პროექტების შემუშავებისათვის, დაგეგმვას, განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას;
** პროგრამის მენეჯერთან ერთად მონაწილეობა მიიღოს თხრობითი და ფინანსური ანგარიშის მომზადებაში;
** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის მმართველი ჯგუფის საკოორდინაციო შეხვედრებში;
** უზრუნველყოს პედაგოგების მეთოდოლოგიური დახმარება;
** შეაფასოს პედაგოგების მუშაობა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
** პროგრამის მენეჯერს და შინმოვლის კოორდინატორს მისცეს რეკომენდაციები შინმოვლის მომსახურების ორგანიზების შესახებ;
** უზრუნველყოს მონაცემების შეყვანა პროექტის მონაცემთა ბაზებში.
** პროგრამის მენეჯერთან ერთად მონაწილეობს დაფინანსების მოპოვებაში;
** პროგრამის მენეჯერთან ერთად მონაწილეობს პროგრამის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია: მედიცინა, საექთნო საქმე, სოციალური სამუშაო, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლების მენეჯმენტი ან მომიჯნავე სფერო).
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სასწავლო პროცესის კოორდინაციაში ან
** გამოცდილება შინმოვლის/ავადმოვლის, ჯანდაცვის ან სოციალური სერვისების სფეროში.

პროფესიული ცოდნა:

** თეორიული და პრაქტიკული სწავლების ორგანიზების პრინციპების ცოდნა;
** სასურველია პროფესიული სტანდარტების ან აკრედიტაციის მოთხოვნების ცოდნა.
** კომპიუტერული უნარები:
** MS Office (Word, Excel, PowerPoint);
** სასურველია სასწავლო მართვის სისტემებთან (LMS) მუშაობის გამოცდილება.
** ენები:
** ქართული — თავისუფლად;
** სასურველია ინგლისური ან რუსული სამუშაო დონეზე.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.

ჰონორარი/ ხელფასი:

საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 16.01.2026
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20.01.2026

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 20.01.2026
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27.01.2026

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge | https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია