|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია ILARIA ეძებს მარკეტინგის მენეჯერს პარტნიორი კომპანიებისთვის.
** სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: 4 000 ლარი Net
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
ძირითადი ვალდებულებები
მარკეტინგული ოპერაციების მართვა:
** მარკეტინგული პროცესების სტანდარტიზაცია და ოპტიმიზაცია ეფექტურობის გაზრდისთვის;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის, შესრულებისა და მონიტორინგის მხარდაჭერა;
** მარკეტინგული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ვიზუალიზაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების გასამყარებლად;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** კამპანიების სისწორის შემოწმება და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის მიზნებთან.
სააგენტოების ზედამხედველობა და ციფრული სტრატეგიის მენეჯმენტი:
** გარე სააგენტოების მიერ შემუშავებული ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების აღსრულების ზედამხედველობა და მართვა.
კონტენტი და სოციალური მედიის კოორდინაცია:
** სააგენტოების მიერ კონტენტის შექმნის პროცესის და ქომუნითის მშენებლობის სტრატეგიების ზედამხედველობა.
შესრულებული სამუშაოების ანალიზი და სტრატეგიის კორექტირება:
** ანალიტიკის გამოყენება ციფრული მარკეტინგისა და პარტნიორობის ძალისხმევის გავლენის შესაფასებლად. საფუძველზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება სტრატეგიების დახვეწისა და KPI-ების მისაღწევად.
ფუნქციური გუნდის ინტეგრაცია:
** შიდა გუნდის მართვა და სხვადასხვა გუნდთან სწორი და დროული კოლაბორაციის უზრონველყოფა, ბრენდის საერთო მესიჯების სწორი მიწოდებისა და პროექტების ეფექტური შესრულების უზრუნველსაყოფად.
ტრენდების პროგნოზირება და სტრატეგიული ადაპტაცია:
** ციფრული მარკეტინგისა და განვითარებადი ტენდენციების მონიტორინგი, სტრატეგიების ადაპტირება ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად.
პარტნიორობის განვითარება (B2B):
** პოტენციური ბიზნეს პარტნიორების იდენტიფიცირება და ჩართვა, რელევანტური ქომუნითების მოკვლევა და მომგებიანი შეთანხმებების მოლაპარაკება. პარტნიორობის ფორმირებასა და შენარჩუნებაზე ზედამხედველობა.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული ოპერაციების მართვაში; კრიპტო ბლოკჩეინ ან ფინტექ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** მარკეტინგული ანალიტიკის პლატფორმების ცოდნა
** კრიპტო ბლოკჩეინ ან ფინტექ ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (Bitcoin, Ethereum, DeFi, NFT, Web3 და სხვ.);
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; მძლავრი პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი - როგორც წერითი ასევე ვერბალური.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|