|
დასახელება:
წამყვანი ანგარიშის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
ILARIA ეძებს წამყვანი ანგარიშის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.
** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის აღწერა:
Lead Account Manager პასუხისმგებელია საკვანძო კლიენტებთან ურთიერთობების სტრატეგიულ მართვაზე და გაყიდვების ზრდაზე. პოზიცია მოიცავს კლიენტების პორტფელის სრულ მართვას - ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებიდან დაწყებული, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაღრმავებით დასრულებული. აღნიშნული როლი მნიშვნელოვანია კომპანიის შემოსავლების ზრდისა და ბაზარზე პოზიციის გამყარებისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი ახალი შესაძლებლობების მოსაძებნად;
** საკვანძო კლიენტებთან სტრატეგიული ურთიერთობების მართვა და განვითარება;
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** კონტრაქტებისა და კომერციული პირობების მართვა;
** შემოსავლის ზრდისა და დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** კლიენტების კმაყოფილების მონიტორინგი და პრობლემების მართვა;
** ანგარიშგება და სტატუს-რეპორტების მომზადება;
** გუნდების მხარდაჭერა და პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების ოპტიმიზაცია და პარტნიორების ბიზნეს განვითარებაში დახმარება;
** კლიენტების შენარჩუნების სტრატეგიის განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება; მარკეტინგი ან შესაბამისი სფერო);
** არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება და შედეგებზე ორიენტირება;
** პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** MS Office / CRM სისტემებთან მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Lead Account Manager"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|