Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694674&print=yes&view=jobs
 
HR სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 21 იანვარი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საკადრო ადმინისტრირების სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკადრო ადმინისტრირების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ბრძანებების/ ხელშეკრულებების/ ცნობების/ წერილების) მომზადება/მართვა;
** ახალი თანამშრომლის ადაპტაციის (ონბორდინგის) და გათავისუფლებული თანამშრომლის (ოფბორდინგის) პროცესის მართვა;
** პირადი საქმეების ადმინისტრირება (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);
** თანამშრომელთა პირადი/საკადრო საქმეების ადმინისტრირება FMG Soft პროგრამაში;
** საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში (eDocument) დოკუმენტბრუნვის მართვა კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: მიმართულება/ დარგი/ სპეციალობა: მენეჯმენტი და ადმინისტრირება (ადამიანური რესურსების მართვა); ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები;
** მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

საკანონმდებლო მოთხოვნები:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ".

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 21 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია