Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694671&print=yes&view=jobs
 
სასამართლოებთან ურთ. სამსახურ. I კატეგორიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასამართლოებთან ურთ. სამსახურ. I კატეგორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის I კატეგორიის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს კომპანიის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში/დაწესებულებებში;
** მონაწილეობა მიიღოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, კომპანიაში შემოსული განცხადება-საჩივრების განხილვაში;
** განახორციელოს კომპანიაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო პროცედურა (შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია და მოამზადოს საპასუხო წერილის პროექტი);
** საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და კომპანიის დებულებით, შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და სხვა აქტებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: მიმართულება/ დარგი/ სპეციალობა: სამართალი;
** მუშაობის გამოცდილება 2 წელი; უპირატესობა მიენიჭება სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულ კანდიდატებს.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook ცოდნა.

საკანონმდებლო მოთხოვნები:

1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
3. საქართველოს ორგანული კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ";
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
8. საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ";
9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
10. საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
11. "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 25 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია