|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ოტიუმ დეველოპმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ოტიუმ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და არსებული პროექტების ზედმიწევნით შესწავლა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირება, მათი საჭიროებების შეფასება და შესაბამისი შეთავაზების გაკეთება;
** მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა, პრეზენტაციის ორგანიზება;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ვიზიტი სამშენებლო ობიექტზე, უცხოელ მომხმარებლისთვის ობიექტზე გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალის გაგზავნა;
** გაყიდვების გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავება და ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და აღრიცხვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უძრავი ქონების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ₾ + ბონუსი;
სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 საათი, შაბათი : 12:00 - 17:00 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, იოსებიძის ქ.#73
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: sales@otium.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|