|
დასახელება:
უფროსი .NET დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: უფროსი .NET დეველოპერი
სამუშაო პირობები: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00
ძირითადი ფუნქციები:
** მაღალი ხარისხის backend ფუნქციონალის შექმნა .NET 9 / ASP.NET Core, EF Core-ზე.
** საბანკო სისტემებისთვის ახალი მოდულების და სერვისების შექმნა ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად.
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია, მოდიფიკაცია და მხარდაჭერა.
** მონაცემთა ბაზის დიზაინი, ოპტიმიზაცია და განვითარება Microsoft SQL Server-ისა და EF Core-ის გამოყენებით
** მესიჯ-ბროკერზე დაფუძნებული ინტეგრაციების დიზაინი და იმპლემენტაცია RabbitMQ-ს გამოყენებით
** დისტრიბუტირებული ქეშირების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება Redis Cache-ის გამოყენებით.
** მონოლითური სისტემიდან მიკროსერვისულ არქიტექტურაზე გადასვლის პროცესში მონაწილეობა და ტექნიკური ლიდერობა.
** DDD, CQRS, Event Sourcing, Clean Architecture პრინციპების დანერგვა.
** სისტემის გამძლეობის, მასშტაბურობისა და მაღალი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
** გუნდის მიერ დაწერილი კოდის მიმოხილვა, ხარისხის უზრუნველყოფა და სტანდარტების დანერგვა.
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება.
** ტესტირებადი კოდის პრინციპების დაცვა
** კრიტიკული ფუნქციონალის Unit და Integration ტესტებით დაფარვა
** უმაღლესი განათლება სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
** პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** NET 9, ASP.NET Core, EF Core, C# ცოდნა.
** ღრმა ცოდნა MS SQL Server-ში და მონაცემთა ბაზის ოპტიმიზაციაში.
** RabbitMQ-ს, Redis Cache-ის და ElasticSearch-ის გამოყენების გამოცდილება.
** Docker, Kubernetes, GIT, GitLab, CI/CD პროცესების ცოდნა.
** მიკროსერვისული არქიტექტურის, DDD, CQRS და Event Sourcing-ის ღრმა ცოდნა.
ცოდნა და გამოცდილება:
** საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება. (ჩაითვლება უპირატესობად)
** უმაღლესი განათლება სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
** პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
უნარები:
** ლიდერობის უნარი და გუნდის განვითარებაზე ორიენტირება.
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ფოკუსირება.
** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge და სათაურში მიუთითეთ: `Senior .NET Developer".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 თებერვალი, 2026
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|