Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694636&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კვლევის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კვლევის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 40-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

"ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კვლევის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** გამავალი ზარის განხორციელება;
** ხარისხის კვლევის განხორციელება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების დადგენა;

მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Word, Excel, Outlook);
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელია).

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** 12:00 საათიდან 16:00 საათამდე;

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია