Робота для біженців з України
შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: კორპორაცია ქართული ღვინო
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
შპს "კორპორაცია ქართული ღვინო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

"კორპორაცია ქართული ღვინო" დაარსდა 1999 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ღვინის წარმოება და რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდებს:

http://www.cgw.ge/
https://www.facebook.com/CGW.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ვალდებულებები:

** შეკვეთის მოსამზადებლად სრული ციკლის დაგეგმვა, შეთანხმება და განხორციელება;
** ნაშთების ფიზიკური და ხარისხობრივი მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. დანაკლისის, ზედმეტობის, დაზიანების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება (ფასები, გადახდის პირობები, მოწოდების ვადები და სხვა);
** იმპორტ/ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ტვირთების წინასწარი დეკლარირება, განბაჟება;
** შეკვეთის მიწოდებისას შეფუთვის, მარკირების და ეტიკეტირების კონტროლი;
** მაკომპლექტებელი მასალების მაკეტების შეთანხმება პარტნიორებთან და დამტკიცება;
** პარტნიორების ინსტრუქციების მიხედვით მაკომპლექტებელი მასალების შესყიდვა, შეკვეთის მოსამზადებლად ინსტრუქციების (რეცეპტის) გაწერა და შესრულების მონიტორინგი;
** ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
** ახალი მომწოდებლების ძიება და შესაბამისი ბაზის შექმნა;
** დოკუმენტების მართვა, დაარქივება, ანგარიშგება, სატრანსპორტო და სხვა ხელშეკრულებების გაფორმება;
** სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება და უზრუნველყოფა (ექსპორტი და იმპორტი);
** ყველა სხვა მოვალეობა, რაც საქმიანობის გამართულად და ხარისხიანად შესრულებისთვის არის აუცილებელი.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება);
** სასურველია მართვის მოწმობის ფლობა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: info@cgw.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15 თებერვალი 2026 წ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე