Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694588&print=yes&view=jobs
 
React Native დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: React Native დეველოპერი
მომწოდებელი: Talkpal
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 7 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

ჩვენი პროდუქტის (iOS, Android & Web) განვითარებისთვის ვეძებთ დეველოპერს, რომელიც იმუშავებს ჩვენს Front-end-ის გუნდთან ერთად React Native-ის და React-ის მიმართულებით.

შენი ძირითადი სამუშაო:

** აპლიკაციის (iOS, Android & Web) ახალი ფუნქციების შემუშავება
** არსებული ფუნქციების გაუმჯობესება
** კოდის დებაგინგი და აპლიკაციაში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრა
** პროდუქტის გუნდთან კოორდინაცია

შენ მოგაქვს:

** მობილურ და ვებაპლიკაციებზე მუშაობის 2+ წლიანი პროფესიული გამოცდილება
** React Native-ის და React-ის საფუძვლიანი ცოდნა
** RESTful API სთან მუშაობის გამოცდილება
** მობილური აპლიკაციების Performance ოპტიმიზაციის ცოდნა
** Git ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების ცოდნა
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: Remote
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

გსურს შემოგვიერთდე? გამოგვიგზავნე CV აქ: info+reactnative@talkpal.ai.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის კოდი: 5727-2025.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal"-ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია