Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694566&print=yes&view=jobs
 
მიკრობიოლოგის ასისტენტი - მცხეთა, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკრობიოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
სს "ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიკრობიოლოგიური კონტროლის გეგმის შესრულება;
** ანალიზების აღება, ნიადაგის მომზადება, გასტერილება;
** ნიმუშების საწყობის ყოველკვირეული კონტროლი;
** საფუარის დათვლა;
** კომპეტენციის ფარგლებში, დამატებითი ფუნქცია - მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის, ქიმიის ან კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** MS Office (Word, Excel, PowerPoint, Publisher, SharePoint, Teams, Outlook);

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: g.makharashvili@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: g.makharashvili@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია