Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694565&print=yes&view=jobs
 
საქმის მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმის მწარმოებელი
მომწოდებელი: FlyInspectors
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
კომპანია "FlyInspectors" აცხადებს ვაკანსიას - ოფისში საქმის მწარმოებლის პოზიციაზე

სასურველია იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც პირველადი კონტაქტის, ასევე საქმის წარმოების პროცესში;
** ავიაკომპანიებთან წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** სამუშაო დოკუმენტების მომზადება და დამუშავება;
** საქმის წარმოება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი;
** შიდა სამუშაო დოკუმენტების შექმნა და მართვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** დანარჩენ სამუშაო პროცესებს ადგილზე სრულად შევასწავლით.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები/ნეტი);
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ინდივიდუალურად მორგებული თანამშრომელზე.

კომპანიის ვებ გვერდი: https://www.flyinspectors.ge/

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@flyinspectors.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია