|
დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
| მომწოდებელი:
IPS Facade
|
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
"IPS ჯგუფი" არის 2016 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც ფასადის და ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების მიმართულებით 40-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა:
** ფასადის პროექტირება.
** საფასადო მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება/მონტაჟი.
** ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება.
"IPS" აცხადებს ვაკანსიებს კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომერციული დირექტორის პოზიციაზე, სამშენებლო ან დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობას.
** გაყიდვების და კომერციული მართვის გამოცდილება
** ფინანსური ანალიტიკის და ბიუჯეტირების უნარი
** მოლაპარაკებებისა და ლიდერული უნარები
** მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება კომერციული წინადადებების შედგენასა და შემდგომ კომუნიკაციაში;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** პროექტების გაყიდვების და ფასების პოლიტიკის მართვა
** გაყიდვების, მარკეტინგისა და კლიენტებთან ურთიერთობის გუნდების ხელმძღვანელობა
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი
** გაყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
** მსხვილ კლიენტებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება
** ახალი პროექტების კომერციული პოტენციალის შეფასება
** ხელმძღვანელობისთვის რეგულარული რეპორტინგი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 თებერვალი 2026 წელი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@ips.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
|
|
|
|