|
დასახელება:
აუდიტორის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Business Insight Group
|
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
"Business Insight Group LLC" აცხადებს ვაკანსია აუდიტის დეპარტამენტში.
"Business Insight Group LLC" წარმოადგენს აუდიტორულ კომპანიას, რომლის საქმიანობაც მაქსიმალურად მორგებულია დამკვეთთა მოთხოვნებთან. მათ შორის, კომპანიების საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ფინანსური საქმიანობის ანალიზი და აუდიტი.
კომპანია ეწევა საგადასახადო, ფინანსურ, ბიზნეს-იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციებს და ქონების შეფასებას.
პოზიცია: აუდიტორის ასისტენტი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გიორგი ჩიტაიას ქ. 7
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** პროფესიული ეთიკის დაცვა;
** კომპანიის რისკების და კონტროლების შესწავლა და ანალიზი;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერებისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** სასურველია 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Office, უპირატესობა ენიჭება MS Excel);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 სთ-მდე.
თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და ხალისიან გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: infobigaudit@gmail.com
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ: "ვაკანსია აუდიტში".
|
|
|
|