|
დასახელება:
HR ჯენერალისტი
|
| მომწოდებელი:
უნისონი
|
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ
ადამიანებს.
გელით HR ჯენერალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** HR დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** HR პოლიტიკების, პროცედურებისა და სახელმძღვანელოების დანერგვასა და განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ბრძანებების მომზადება (მათ შორის: მიღება, გათავისუფლება, შვებულება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, სახელფასო დანამატები/პრემიები და სხვა), შესაბამის პირებთან შეთანხმება და ხელმოწერის პროცესის კოორდინირება;
** თანამშრომელთა ბენეფიტების ადმინისტრირება;
** onboarding/offboarding პროცესების კოორდინაცია;
** შიდა კომუნიკაციის კამპანიებსა და თანამშრომელთა ჩართულობის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** HR Dashboard-ის და KPI მონიტორინგის პროცესებში ჩართულობა;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის და რეგულაციების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტური მართვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "HR ჯენერალისტი".
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად
ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|