Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694453&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Kitchen and Living by Gastronome
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

სახლის დეკორისა და სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზია Kitchen & Living ფუნქციურობასა და დახვეწილობას აერთიანებს. ექსკლუზიური კოლექციები, რომლებიც მოიცავს მაღალი კლასის ჭურჭელს, ტანსაცმელს, დეკორსა და ცხოვრების სტილის აუცილებელ ნივთებს, შექმნილია იმისთვის, რომ ყოველდღიურობა განსაკუთრებულ გამოცდილებად გარდავქმნათ. გვჯერა, რომ თითოეული ნივთი სრულყოფილებისკენ სწრაფვასა და ხასიათს გამოხატავს.

"Kitchen and Living by Gastronome"-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა
** გაყიდული პროდუქციის ფასის გადამოწმება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით პროდუქციის რეალიზაცია
** ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტებისთვის გადაცემა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ცოდნა

მოთხოვნები/უნარები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული ყურადღების უნარი;
** ორგანიზებული.

ფილიალის ადგილმდებარეობა: აბაშიძის ქ. N 87
საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი (3 თვის შემდეგ საბონუსე სისტემაში ჩართვა);
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი);
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ (კომპანიის დაფინანსებით).

თუ მზად ხარ, რომ გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე: vacancy@kitchenandliving.ge. ელ-ფოსტაზე, ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს ჰოუმ ეფლაიენსის) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია