Робота для біженців з України
დამხმარე თანამშრომელი სამეურნეო დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე თანამშრომელი სამეურნეო დეპარტამენტში
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

კომპანია "აპტოსი" ეძებს დამხმარე თანამშრომელს სამეურნეო დეპარტამენტში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** სამეურნეო დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა და დახმარება;
** სხვადასხვა ნივთების გადატანა/გადაადგილება შენობაში და მის გარშემო;
** საჭიროების შემთხვევაში მცირე ტექნიკური და სარემონტო სამუშაოებში დახმარება, როგორიცაა ონკანების, კარების, საკეტების და სხვა მოწყობილობების მარტივი შეკეთება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიულ მობილურ
ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, გ. ამილახვრის ქ.#15

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 15 თებერვლამდე გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge.

ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დამხმარე თანამშრომელი სამეურნეო დეპარტამენტში".

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოსის" ან შპს "აპტოსის" უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე