Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694384&print=yes&view=jobs
 
მონაცემთა ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 13 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ჩეხეთი და საქართველო.

ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ცამეტ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ანდერაიტინგის შედეგების რეგულარული ანალიზი და მონიტორინგი პროდუქტისა და პორტფელის ჭრილში;
** ახლი პროდუქტების შექმნასა და არსებული პროდუქტის განვითარებაში მონაწილეობა;
** რისკების გადახედვა და შეფასება კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობაში.
** მომგებიანობის ანალიზი - კომპანიის მომგებიანობის შეფასება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;
** კომერციული შეთავაზებებისა და განახლებების მომზადებაში მონაწილეობა;
** სტატისტიკური და მათემატიკური მოდელირების გამოყენებით სადაზღვევო რისკების შეფასება და ანალიზი;
** პორტფელის ძირითადი ფინანსური და სადაზღვევო მეტრიკების ვიზუალიზაციისთვის დეშბორდების შექმნა და განახლება.
** გადამზღვეველებთან ურთიერთობა, მოძიება, ხელშეკრულებაზე მუშაობა, გადაზღვევისთვის ანგარიშების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, სხვადასხვა ანალიზის დამუშავება და მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მათემატიკა/ეკონომეტრიკა);
** ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** Excel-სა და Power BI-ის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 15 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მონაცემთა ანალიტიკოსი.

სადაზღვევო კომპანია "ევროინსში"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია