|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ოლპრინტჯი
|
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" აცხადებს აქტიურ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე პოლიგრაფიის მიმართულებით.
მოვალეობები:
** აქტიური კომუნიკაცია კომპანიის არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან.
** პოლიგრაფიის მიმართულებით კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა.
** აქტიური მოლაპარაკებების წარმოება შეკვეთილ პროდუქციაზე.
** საერთო ანგარიშის მომზადება, წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის შესრულებული სამუშაოს ირგვლივ.
** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი დამკვეთთან შეთანხმებული ვადების, დიზაინის, ხარისხის შემოწმების მიზნით.
** პროექტის დათქმულ ვადებში უხარვეზოდ შესრულებისათვის, ყველა საჭირო რგოლთან აქტიური კომუნიკაცია, სრული სიზუსტით ინფორმაციის გადაცემა წერილობითი თუ ზეპირი ფორმით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუცილებელია.
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით სასურველია.
** ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი.
** საოფისე პროგრამების ფლობა.
სამუშაო პირობები:
** დასაქმების ადგილი: დიდი ლილო ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
** ანაზღაურება: შედგება ფიქსირებული და ბონუსური ნაწილისაგან.
ვაკანსიით დაინტერესების მსურველებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: hr.allprint@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 30 იანვრისა.
გაცნობებთ რომ კომპანია "ოლპრინტჯი" ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას მხოლოდ ვაკანტური პოზიციის ფარგლებში.
|
|
|
|