|
დასახელება:
შოურუმის კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
სკამი
|
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
ინტერიერის დიზაინის ავეჯის ქართული კომპანია "სკამი" ეძებს მოტივირებულ, აქტიურ გუნდის წევრს, ბათუმში კომპანიის შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ თქვენ ეძებთ სტაბილურ სამუშაო ადგილს, მზარდ ანაზღაურებას, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილური სამუშაო ადგილი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (1200 ლარიდან 1500 ლარამდე, დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე);
** ბონუს სისტემა გაყიდვების გეგმის შესრულების შემთხვევაში - 500 ლარამდე;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
** შოურუმში მოსული კლიენტების მოთხოვნილებების შესწავლა და მათთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზება;
** პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვა კლიენტებთან აქტიური კომუნიკაციის გზით;
** კომპანიის პროდუქციის დეტალური ცოდნის უზრუნველყოფა (მასალები, წარმოების ტექნოლოგიები, ექსპლუატაციის წესები და სხვა);
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში;
** კლიენტების უკუკავშირის მოსმენა და მათი დაკმაყოფილების უზრუნველყოფა, მათ შორის, პოტენციური განმეორებითი გაყიდვების ხელშეწყობა;
** პროდუქციის განლაგებისა და ვიზუალური მხარის მუდმივი გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს კლიენტების ინტერესის გაზრდას;
** კლიენტების სპეციფიკური საჭიროებების შესწავლა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების ოპტიმალური გზების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საცალო გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ინტერიერის დიზაინის ან ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** განვითარებული კომუნიკაციის, პრეზენტაციის და გაყიდვების უნარები.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N 29, სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი".
სამუშაო საათები: არასტანდარტული გრაფიკი, რომელიც წინასწარ შეთანხმდება თანამშრომელთან. სამუშაო დრო არ აღემატება კვირაში 40 საათს, მინიმუმ 2 დასვენების დღით.
თუ ფიქრობთ, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@skami.com.ge და ელფოსტის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "შოურუმის კონსულტანტი".
|
|
|
|