Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694328&print=yes&view=jobs
 
მორიგე ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ინჟინერი
მომწოდებელი: ამბასადორი თბილისი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
სასტუმროთა ქსელი "Ambassadori" - "ამბასადორი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში არსებულ სასტუმროში მორიგე ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური სისტემების უწყვეტი მუშაობის კონტროლი
** ავარიული სიტუაციების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა
** ელექტრო, მექანიკური, საინჟინრო და ავტომატიზაციის სისტემების მონიტორინგი
** ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და პირველადი შეკეთება
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ცვლის ჟურნალის შევსება
** დაგეგმილ და არაგეგმურ სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა
** უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის დაცვის წესების დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტებთან კოორდინაცია

საჭირო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სპეციალური ტექნიკური განათლება
** საინჟინრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება
** ელექტრო და მექანიკური სისტემების საბაზისო ცოდნა
** ავარიულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა

ცვლებში მუშაობის მზადყოფნა სასურველი უნარები:

** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი
** გუნდური მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა (MS Office, ტექნიკური პროგრამები)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@ambassadori.com.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია