Робота для біженців з України
დიასახლისი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
შპს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;
ადგილების რაოდენობა: 1;
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13;
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტში ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
** უნივერსიტეტის ოთახების, აუდიტორიების, დერეფნების, ტერიტორიის, საპირფარეშოებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება;
** ნარჩენების დროული გატანის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი წესით განთავსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

ვაკანსიის დეტალები

** კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 14 იანვარს და დასრულდება 30 იანვარს.
** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@cue.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დიასახლისი.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში ქუთაისში წერეთლის #13 ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 (431) 237979.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე