Робота для біженців з України
ტრენინგი: ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობის სპეციფიკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი: ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობის სპეციფიკა
მომწოდებელი: ცენტრი თანადგომა
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 29 იანვარი
მოგესალმებით!

2026 წლის მარტში, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა", პარტნიორ ორგანიზაციებთან — ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან და შშმ ქალთა ეროვნულ ქსელთან — ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, განახორციელებს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების და ძალადობის მსხვერპლ ქალებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენელთა ტრენინგს "ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობის სპეციფიკა ეთნომარავალფეროვნების და შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით".

ტრენინგის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების და ძალადობის მსხვერპლ ქალებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღონ ცოდნა ეთნომრავალფეროვნების და შეზღუდული შესაძლებლობების სპეციფიკური საჭიროებების გასათვალისწინებლად, ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში.

ტრენინგი განკუთვნილია ორგანიზაციების იმ პერსონალისთვის, რომელიც უშუალოდ მუშაობს/იმუშავებს ძალადობის მსხვერპლ ქალებთან. შესაძლებელია ტრენინგზე მონაწილეობა მიიღოს 2-3 ადამიანმა ერთი ორგანიზაციიდან.

ველით ორგანიზაციების წარმომადგენლებს შემდეგი რეგიონებიდან:

** აჭარა
** იმერეთი
** სამეგრელო-ზემო სვანეთი
** კახეთი
** ქვემო ქართლი
** თბილისი

ტრენინგის მიმოხილვა:

** ფორმატი: ფიზიკური დასწრება
** ხანგრძლივობა: 2 დღე
** განრიგი: 3 სესია დღეში (თითო სესია - 1, 5 საათი)
** ენა: ქართული
** მასალები: ყველა მონაწილე მიიღებს სრულ წვდომას სატრენინგო მოდულზე და დამატებით მასალებზე
** ტრენინგის თარიღი და ლოკაცია: 2026 წლის მარტი. ტრენინგის კონკრეტული თარიღი და ლოკაცია დაზუსტდება მოგვიანებით
** ტრენინგის მონაწილეთა სასტუმროში განთავსება და მგზავრობა უზრუნველყოფილი იქნება პროექტის მხრიდან.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** ინტერსექციური მიდგომა - განსხვავებულობის გააზრება და ინკლუზიური გარემოს შექმნა
** საინფორმაციო მუშაობა ბენეფიციარებთან ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე
** ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები და მათი გათვალისწინება ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობის პროცესში
** შშმ ქალთა საჭიროებები და მათი გათვალისწინება ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობის პროცესში
** ქალთა გაძლიერების სამოტივაციო მასალა

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

თუ გაქვთ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგში, გთხოვთ, არაუგვიანეს ა.წ. 29 იანვრის, შეავსოთ განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeVZ2J7mQJ8kusQqZHjGLlnO8G_6G2x078lsGWxDSUD1grfhQ/viewform?usp=sharing&ouid=100721806994334138707
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე