Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694317&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქვემო ქართლის (რუსთავი, მარნეული), სამცხე-ჯავახეთის (ხაშური, ბორჯომი, ახალციხე) და კახეთის რეგიონებში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელი მოთხოვნაა მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პრეზენტაბელურობა;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

კომპანია სამედიცინო წარმომადგენლებს სთავაზობს:

** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** ულიმიტო სასაუბრო დროს

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე: hrdasakmeba@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენელი - და რეგიონი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია