Робота для біженців з України
შშმ პირების პერსონალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შშმ პირების პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: ხელი ხელს
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
გახდი პერსონალური ასისტენტი, ხელი შეუწყვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებლობას, ღირსეულ ცხოვრებას, უფლებების რეალიზებასა და ინკლუზიას.

"ხელი ხელს" აცხადებს ვაკანსიას, თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების და ზრდასრულების პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს არამხოლოდ დასაქმებას, არამედ ხელს უწყობს თქვენს პროფესიულ განვითარებას. ამისთვის ორგანიზაციის დიდი გამოცდილების მქონე ბირთვი ახორციელებს:

** რეგულარულ სუპერვიზიას სამუშაო ადგილზე.
** პროფესიულ გადამზადებას, მათ შორის სასერტიფიკაციო კურსს (ორგანიზაციის დაფინანსებით).
** ქეისების განხილვას მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.
მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
** გამორჩეული თანამშრომლებისთვის პერსონაზე ცენტრირებული მიდგომის გადამზადების კურსს
** კარიერულ წინსვლას

თანამშრომლობის პროცესში მხარს დაგიჭერთ კვალიფიციური გუნდი (პერსონაზე ორიენტირებული მიდგომის ექსპერტები, ქცევის ანალიზის პროფესიონალები (BCBA), ენისა და კომუნიკაციის თერაპევტები, აკადემიური უნარების სპეციალისტი, სენსორული თერაპევტები, კლინიკური ფსიქოლოგი, სოციალური რეაბილიტაციისა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები და ფუნქციური უნარ-ჩვევებზე მომუშავე თერაპევტები).

გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ თანამედროვე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით. ამასთან, ნახოთ ქვეყანაში და მის გარეთ არსებული უფლებებზე დაფუძნებული მომსახურებების საუკეთესო პრაქტიკა. პერსონალური ასისტენტობა გაძლევს პროფესიულ ორიენტირს, აღმოაჩინო ადამიანზე ორიენტირებული ხედვა და დაინახო პიროვნება, რომელიც თქვენი წარმატებული თერაპიული კარიერის საფუძველია.

ანაზღაურება:

** სტაჟირების პერიოდი (1/2 თვე): საათში 6 ლარი.
** სტანდარტული ანაზღაურება (ხელზე ასაღები), სამუშაო დღეებში: 7, 90ლ,
** არასამუშაო დღეებში (შაბათ-კვირა): 9, 90ლ.

გრაფიკი: შეთანხმებით

სამუშაოს აღწერა და პასუხისმგებლობა:

** ბენეფიციართან ბინაზე ვიზიტი და ბუნებრივ გარემოში მხარდაჭერა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა

ფუნქცია/მოვალეობები:

** შშმ პირების ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით: დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების (თვითმოვლის, კვების, ჰიგიენის, ყოფითი ხასიათის სხვადასხვა უნარების) განვითარებასა და შესრულებაში მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოება დაცვაში მხარდაჭერა;
** სერვისის მიწოდების ანგარიშგება

მოთხოვნები აპლიკანტის მიმართ:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

** T 592 06 59 67
** T 551 35 05 04

Mail: Handinhandg@gmail.com

http://www.handinhand.ge
https://www.facebook.com/handinhandg
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე