Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694302&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: KiwiPost
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
საერთაშორისო ამანათების გადამზიდავი კომპანია "KiwiPost" ეძებს კრეატიულ და მოტივირებულ მარკეტინგის მენეჯერს სრული სამუშაო განაკვეთით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია, კონკურენტთა ანალიზი და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების შემუშავება/განხორციელება
** სერვისის/პროდუქტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება, რეპორტინგი
** სოციალური მედია კამპანიების (Facebook, Instagram, TikTok) დაგეგმვა, გაშვება, შედეგების დამუშავება, ანალიზი
** სოციალური მედიის პოსტებისთვის კონტენტის შექმნა
** დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან კომუნიკაცია
** მომსახურების ფორმების გაუმჯობესება

უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი აზროვნება
** ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** მულტიტასკინგი და მოკლე ვადებში შესრულების უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მარკეტინგულ დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)
** წარმატებული სოციალური მედიის კამპანიების მართვის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: hr@kiwipost.ge

ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: hr@kiwipost.ge ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება (მის: მცხეთის ქუჩა 1)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია