Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694296&print=yes&view=jobs
 
ფიზიოთერაპევტი/რეაბილიტოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიოთერაპევტი/რეაბილიტოლოგი
მომწოდებელი: კარდიომედსპორტი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
"კარდიომედსპორტი" ეძებს პროფესიონალს, რომლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა იქნება პაციენტის ფიზიოთერაპიული შეფასება და მასთან სარეაბილიტაციო პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება.

პოზიცია: ფიზიოთერაპევტი/რეაბილიტოლოგი

კანდიდატი, რომელიც მიესადაგება აღნიშნულ ვაკანსიას, პირველ რიგში უნდა იყოს მაღალი ეთიკური ნორმების მატარებელი პიროვნება.

ეროვნულმა, პოლიტიკურმა, რელიგიურმა, რასობრივმა, სქესობრივმა თუ სხვა ფაქტორებმა არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა კანდიდატის პაციენტთან ურთიერთობაზე.

კანდიდატი არ უნდა იყოს მწეველი.


სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო საათები: 09:00 - 19:00, თუმცა ძალაშია ე.წ. "მოქნილი" გრაფიკი.

ანაზღაურება:

** პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანდიდატი შესაძლოა მიღებულ იქნეს საცდელი პერიოდით (მაქსიმუმ 6 თვემდე ვადით), რის განმავლობაშიც მიიღებს ანაზღაურებას 500 ლ თვეში.
** თუ საცდელი პერიოდის დამთავრების შემდეგ ორივე მხარე გამოხატავს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს, კანდიდატს დაენიშნება ანაზღაურებას ხელზე 1200ლ თვეში (გათავისუფლებულს საპენსიო და საშემოსავლო გადასახადებისგან).

კლინიკა ძირითადად იღებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმიან ან ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ პაციენტებს. მათი უმრავლესობა უცხოელია. კლინიკის ძირითადად მიმართულებას ვარჯიშზე დაყრდნობილი თერაპია წარმოადგენს. ამან განაპირობა შემდეგი კრიტერიუმების ჩამოყალიბება:

აუცილებელი კრიტერიუმები:

** კანდიდატი უნდა იყოს პროფესიონალი რეაბილიტაციის, ფიზიოთერაპიის ან მსგავსი დისციპლინების სფეროში (ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი).
** კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (რაც ერთი მხრივ უცხოელ პაციენტებთან კომუნიკაციაში იქნება გამოსადეგი, ხოლო მეორე მხრივ აუცილებელია პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად).

ძალიან სასურველი უნარები და ცოდნა:

** კანდიდატი უნდა ფლობდეს მასაჟის ტექნიკებს.
** იცოდეს ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციური ანატომია.
** იცნობდეს ვარჯიშთან ორგანიზმის ადაპტაციის პრინციპებს.
** ერკვეოდეს ტრავმის აღდგენის ფიზიოლოგიურ ფაზებში.

სასურველი გამოცდილება:

** ჰქონდეს სპორტული რეაბილიტაციის ცენტრებში მუშაობის გამოცდილება.
** იყოს ფიზიკურად აქტიური.
** ჰქონდეს რაიმე სპორტში ჩართულობის გამოცდილება.

კონტაქტი:

ტელ.: +995 551 840 006, +995 555 159 759
ელფოსტა: cardiomedsport@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია