|
დასახელება:
დირექტორის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
სსიპ "ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 49
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაოს აღწერა: დირექტორის თანაშემწე უზრუნველყოფს დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებას, ადმინისტრაციულ მხარდაჭერასა და ეფექტურ კომუნიკაციას.
ძირითადი მოვალეობები:
** დირექტორის სამუშაო კალენდრის მართვა
** შეხვედრების ორგანიზება
** პრეზენტაციების მომზადება
** ოფიციალური წერილებისა და დოკუმენტაციის მომზადება
** ინგლისურ ენაზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** ინგლისური ენის ფლობა (B2 დონე)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office/Google Workspace/Canva)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@komarovi.edu.ge
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
|
|
|
|