|
დასახელება:
გაყიდვების ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
scapp
|
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის (ავტო სესხების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე მარნეულში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ავტო სესხის პირობების გაცნობა; პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** მომხმარებლისთვის განაცხადის ფორმის შევსება;
** სესხის გაცემის პროგრამაში მუშაობა;
** ავტომობილის მდგომარეობის საჯარო ვებგვერდებზე გადამოწმება;
** ავტომობილისათვის ფოტოების გადაღება საჭიროებისამებრ;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** არსებული კლიენტების მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - "გაყიდვების ოფიცერი".
|
|
|
|