Робота для біженців з України
ტენდერი კვებითი მომსახურების მოწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი კვებითი მომსახურების მოწოდებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
თანდართული ფაილი: 694266____________________________________________________________________________________________________xlsx_5886108.zip
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს კვებითი მომსახურების მოწოდებაზე ქ. თბილისში.

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში კვებითი მომსახურების მოწოდების მიზნით იწვევს იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.

მომსახურების მიზანი:

შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი ტრენინგების ჩასატარებლად ტრენინგის მონაწილეებისთვის კვებითი მომსახურების მოწოდება.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

2026 წლის განმავლობაში დაახლოებით 82 სატრენინგო დღისთვის მაქსიმუმ 18-20 ადამიანისთვის კვებითი მომსახურების უზრუნველყოფა, კერძოდ, 1 მსუყე ყავის შესვენება და 1 ლანჩი დღის განმავლობაში.
12 შეხვედრისთვის 1 მსუყე ყავის შესვენება 18-20 ადამიანისთვის.

პროდუქტების ჩამონათვალი:

** წყალი, ნატურალური წვენი და გაზიანი სასმელები;
** ორცხობილა და ნამცხვრები;
** ჩაი, ყავა და შაქარი;
** ერთჯერადი ჭიქები, ჩანგლები, დანები, კოვზები და თეფშები;
** ცომეული (ლობიანი, ხაჭაპური, პიცა, ღვეზელი და ა.შ.);
** სალათები;
** კანაპეები.
** საკვების მენიუ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე გვერდიდან.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ფასში უნდა იქნას გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები, კვებითი მომსახურების მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 53).
** "საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები" (HACCP) სისტემის დანერგვის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია)
** შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით, როგორც ჩაშლილად, პროდუქციის მიხედვით, ასევე, ჯამური ფასი.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები:

მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 22 იანვარი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "კვებითი მომსახურება საბავშვო ბაღების განვითარების პროექტზე".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 3 70.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე