Робота для біженців з України
კონკურსი საბავშვო ილუსტრირებული წიგნის შინაარსის შექმნაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი საბავშვო ილუსტრირებული წიგნის შინაარსის შექმნაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 01 თებერვალი
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს კონკურსს საბავშვო ილუსტრირებული წიგნის შინაარსის შექმნაზე.

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" აცხადებს ღია კონკურსს 2-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ილუსტრირებული წიგნის შინაარსის შესაქმნელად.

თუ გიყვართ წერა, გაქვთ მდიდარი ფანტაზია და გსურთ წვლილი შეიტანოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ინკლუზიის, განსხვავებულობის მიმართ მიმღებლობის და ადაპტაციის მნიშვნელობის დანერგვაში, ეს კონკურსი თქვენთვისაა!

კონკურსის თემატიკა და მოთხოვნები:

** ნაშრომი უნდა ეხებოდეს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ თემას:
** ინკლუზია და მეგობრობა (ყველასთან, განურჩევლად განსხვავებებისა).
** განსხვავებულის მიღება და დაფასება (რომ ყველანი ვართ უნიკალურები, ღირებული და ყველას სჭირდება შესაბამისი გარემო).
** ახალ გარემოსთან/ადამიანებთან ადაპტაცია (მაგ., საბავშვო ბაღში, ახალ საცხოვრებელ გარემოში და ა.შ.).
** ძირითადი მოთხოვნები შინაარსთან დაკავშირებით:
** სამიზნე აუდიტორია: 2-5 წლის ასაკის ბავშვები.
** მოცულობა: მაქსიმუმ 800 სიტყვა (დაახლოებით 2.5-3 Word-ის გვერდი).

ენა და სტილი:

** დაწერილი უნდა იყოს საბავშვო, მარტივ ენაზე.
** სასურველია იყოს რითმული (რიტმული პროზით), რაც ხელს შეუწყობს ადვილად აღქმასა და დამახსოვრებას.
** ფორმატი: ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ის დოკუმენტში (.doc ან .docx).

პრიზები და საავტორო უფლება:

** სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს 2 საუკეთესო ნაშრომს, რომლებზეც შეიქმნება ილუსტრირებული წიგნები. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით.
** დამატებით, 5 საუკეთესო ავტორი მიიღებს სპეციალურ არაფულად პრიზებს.
** გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის შედეგად გამოვლენილ ორ საუკეთესო ნაშრომზე შექმნილ ილუსტრირებულ წიგნზე საავტორო უფლება სრულად გადაეცემა ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს".

ნაშრომის წარდგენის წესი:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ ორი ცალკეული ფაილი:

1. ნაშრომის ფაილი (Word-ის ფორმატი):
უნდა შეიცავდეს მხოლოდ საბავშვო წიგნის შინაარსს (სათაურის მითითებით).
ამ ფაილში არ უნდა იყოს მითითებული ავტორის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (სახელი, გვარი და სხვ.).
2. ავტორის შესახებ ინფორმაციის ფაილი (Word-ის ფორმატი):
სახელი, გვარი.
ერთაბზაციანი (მაქს. 100 სიტყვიანი) აღწერა ავტორის შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი).

მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ილუსტრირებული წიგნის შინაარსი".

ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 თებერვალი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.

ინფორმაცია ორგანიზაციისა და პროექტის შესახებ:

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდი: https://www.sos-childrensvillages.ge/ka

პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს. პროექტი დაფინანსებულია "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე