Робота для біженців з України
ტენდერი ტექნიკით მომარაგებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ტექნიკით მომარაგებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს ტექნიკით მომარაგებისთვის ქ. თბილისში.

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში ტექნიკით მომარაგების მიზნით იწვევს იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდი: https://www.sos-childrensvillages.ge/ka

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.

მომსახურების მიზანი:

შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 2026 წლის იანვარში პროექტის ტექნიკით უზრუნველყოფა.

ტექნიკის მახასიათებლები:

ლეპტოპი:

** ეკრანი: 14″ IPS, Anti-Glare, 1920 x 1200 (WUXGA), 300 nits, 45% NTSC
** პროცესორი: Intel Core Ultra 7-155U 1.7~4.8GHz (12 ბირთვი, 14 ნაკადი, 12MB Cache)
** ოპერატიული მეხსიერება: 32GB DDR5 5600 SODIMM (2 Slot, up to 64GB)
** შიდა მეხსიერება: 1TB SSD NVMe (M.2 PCIe Gen 4 x4)
** გრაფიკა: Intel Graphics
** პორტები: HDMI 2.1, RJ-45, 2 x USB4-C (Thunderbolt 4, DisplayPort 1.4, PD), 2 x USB 3.2 Gen 1, Audio Combo Jack
** კავშირი: Gigabit Ethernet, Wi-Fi 6E (ax), Bluetooth 5.3
** ოპერაციული სისტემა: FreeDOS
** ბატარეა: 56Wh Li-ion Polymer (3-cell)
** წონა: 1.39 კგ
** ფერი: ვერცხლისფერი
** გარანტია: 4 წელი

მრავალფუნქციური ფერადი პრინტერი:

ლაზერული მულტიფუნქციური პრინტერი (ბეჭდვა, კოპირება, სკანირება, ფაქსი), განკუთვნილი მცირე და საშუალო ოფისებისთვის; მხარს უჭერს A4 ფორმატს, აქვს 4.3 დიუმიანი ფერადი სენსორული ეკრანი, ბეჭდვის სიჩქარე შავ და ფერად რეჟიმში შეადგენს 25 გვერდს წუთში, რეზოლუცია 600×600 dpi, ავტომატური ორმხრივი ბეჭდვა (Duplex), 250-ფურცლიანი შემავალი თასი და 100-ფურცლიანი გამომავალი თასი; აღჭურვილია Flatbed სკანერითა და 50-ფურცლიანი ADF-ით, სკანირების რეზოლუცია 1200 dpi (Flatbed) და 300 dpi (ADF), კოპირებისა და სკანირების მხარდაჭერით PDF, JPG და TIFF ფორმატებში; მოწყობილობას აქვს Gigabit Ethernet და USB 2.0 კავშირი, ფაქსის ფუნქცია 33.6 kbps სიჩქარით, 512 MB ოპერატიული მეხსიერება, 1.2 GHz პროცესორი, მუშაობს 220-240V ელექტრომომარაგებაზე, რეკომენდებული თვიური დატვირთვაა 150-2, 500 გვერდი, მაქსიმალური - დაახლოებით 40, 000 გვერდი

პროექტორი:

** სიკაშკაშე: 3600 Lumen
** კონტრასტი: 20, 000:1
** გარჩევადობა: 1280 x 800 (WXGA)
** ოპტიკური ზუმი: 2x
** კავშირი: 2x HDMI, 2x USB, Composite Video, 2x VGA In, 1x VGA Out, Audio Inputs, Audio Outputs
** აუდიო: ჩაშენებული 3W დინამიკი
** ლამპის სიცოცხლის ხანგრძლივობა: სტანდარტული რეჟიმი: 5000 საათი, ეკონომიური რეჟიმი: 6000 საათი, ExtremeEco რეჟიმი: 10000 საათი
** მონტაჟი: ჭერზე დამონტაჟების შესაძლებლობა
** წონა: 3.1 კგ
** გარანტია: 2 წელი
** დასადგამი ეკრანი
** 136″-იანი დასადგამი ეკრანი
** ფართო ხედვის კუთხე

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ფასში უნდა იქნას გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები, მიწოდების ადგილია ქ. თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზირი, 19ა).
** შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით, როგორც ჩაშლილად, ტექნიკის ტიპების მიხედვით, ასევე, ჯამური ფასი.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ტექნიკის მოწოდების და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები:

მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის იანვარი

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 22 იანვარი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტექნიკით უზრუნველყოფა".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე