|
დასახელება:
ტენდერი გაიდლაინის შექმნაზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ტენდერს ბავშვთა განვითარების დარღვევების შესახებ გაიდლაინის შექმნის შესახებ.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში ბავშვთა ადრეული განვითარების დარღვევების შესახებ გაიდლაინის შექმნის მიზნით იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ გვერდი: https://sos-childrensvillages.ge/ka
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.
მომსახურების მიზანი:
შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის პრაქტიკულ საჭიროებებზე ორიენტირებული გაიდლაინის შემუშავება, რომელიც დაეხმარება მათ:
** სხვადასხვა განვითარების დარღვევის მქონე ბავშვების საჭიროებების უკეთ გაგებაში;
** ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებული გარემოს შექმნაში;
** ადაპტაციის მხარდაჭერაში;
** ინკლუზიური, განვითარების ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** ინკლუზიური და პოზიტიური დამოკიდებულებების გაძლიერებაში საბავშვო ბაღის სივრცეში.
გაიდლაინი უნდა მოიცავდეს:
** ბავშვთა განვითარების ძირითადი დარღვევების (მაგ.: აუტისტური სპექტრი, ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, მეტყველების და კომუნიკაციის დარღვევები, სენსორული სირთულეები, ყურადღებისა და ქცევის რეგულაციის სირთულეები და სხვა) მიმოხილვა აღმზრდელებისთვის გასაგებ ენაზე;
** თითოეული დარღვევის შემთხვევაში ბავშვის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების აღწერა;
** გარემოს ადაპტაციის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება (ფიზიკური სივრცე, რუტინები, ვიზუალური მხარდაჭერა და სხვა);
** ასაკის შესაბამისი და ინკლუზიური აქტივობების დაგეგმვის მაგალითების წარმოდგენა;
** ჯგუფში ინკლუზიისა და თანატოლებთან ურთიერთობის ხელშემწყობი სტრატეგიების აღწერა;
** მშობლებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობის პრაქტიკული რეკომენდაციები.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
** გაიდლაინის სამუშაო ვერსიის წარმოდგენა, უკუკავშირის მიხედვით კორექტირება და საბოლოო ნაშრომის წარმოდგენა;
** ენობრივ რედაქტორთან თანამშრომლობა;
** გაიდლაინის მოხმარებაში საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის 2-დღიანი სატრენინგო მოდულის შემუშავება.
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური/იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** განმცხადებლის კომპეტენციის ამსახველი CV
** ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი უნდა იყოს სამუშაო დღეების რაოდენობა და თითო დღის ანაზღაურება, ასევე, მომსახურების ჯამური თანხა.
** განმცხადებლის მიერ აქამდე შექმნილი გაიდლაინის, სახელმძღვანელოს, მოდულის ან მსგავსი შინაარსის ნაშრომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
მომსახურების გაწევის ვადები:
მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის თებერვალი.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 იანვარი.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "გაიდლაინის შექმნა".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 3 70.
|
|
|
|