|
დასახელება:
რეგიონული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურეობას.
"ბილიონი"-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** განათლება, უმაღლესი ან მასთან გათანაბრებული.
** საოფისე პროგრამების ცოდნა და გამოყენება სამომხმარებლო დონეზე
ძირითადი ფუნქციები:
** უზრუნველყოფს თითოეული დაქვემდებარებული ფილიალის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულებას;
** ფილიალების მართვა და ოპერაციული სტანდარტების უზრუნველყოფა;
** კოორდინაციას უწევს გაყიდვების მენეჯერთან გეგმების შეთანხმებასა და კორექტირებას;
** უზრუნველყოფს თითოეული დაქვემდებარებული ფილიალის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულებას;
** ატარებს სისტემატურ ვიზიტებს ყველა ფილიალში;
** ახორციელებს შიდა აუდიტს, მათ შორის: მომსახურების ხარისხის, პროცედურების, ვიზუალური სტანდარტების და საწყობის მდგომარეობის შემოწმებას;
** ვიზიტის შედეგებს აფიქსირებს წერილობით ანგარიშში (ჩეკლისტი).
პიროვნული უნარები:
** მართვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგბლობის მაღალი გრძნობა
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაო დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 12 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე hr@bilioni.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "რეგიონული მენეჯერი".
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მადლობას გიხდით დაინეტრესებისათვის!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|