Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში (ხობი, ანაკლია, დარჩელი, ზუგდიდი, ჯვარი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ)

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, ფარმაცევტული, პედიატრიის ან მედიცინის ფაკულტეტი);
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და გავლენის მოხდენის უნარი;
** შედეგზე და გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა.

სამუშაო მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის აქტიური პრომოცია და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული ინფორმაციული მარკეტინგი;
** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ექიმებსა და ფარმაცევტებთან;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანალიზი;
** ბაზრის ტენდენციების დაკვირვება და უკუკავშირის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას — 2000 ლარი (net) (ფიქსირებული + ბონუსი);
** ბონუსების სისტემას, რომელიც ზრდადია და პირდაპირ უკავშირდება თქვენს შედეგებს;
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557 577442

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 06.02.2026 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/C8EG8Luk1y
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე