Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694245&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების წარმომადგენელი - კლინიკური დეპარტამენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი - კლინიკური დეპარტამენტი
მომწოდებელი: Elta90 Medical Genetics
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"ელტა 90 მედიქალ ჯინეთიქსი" (Elta 90 Medical Genetics) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის (კლინიკური დეპარტამენტი) პოზიციაზე.

მიმართულება: იმუნოლოგია, ბიოქიმია, მიკრობიოლოგია
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე
გამოქვეყნების ვადები: 1 თვე გამოქვეყნებიდან

კომპანიის შესახებ:

"ელტა 90 მედიქალ ჯინეთიქსი" - წამყვანი კომპანიაა, რომელიც სამედიცინო სექტორს აწვდის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი მიზანია უახლესი აპარატურის, რეაგენტებისა და პროფესიონალური სერვისის დანერგვა სამედიცინო და სამეცნიერო სექტორში.
ELTA90 ჯგუფის ევრობის ბაზარზე (11 ქვეყანაში) მოღვაწეობის 25 წლიანი გამოცდილების შედეგად, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საიმედო პარტნიორობას ვუწევთ მომხმარებლებსა და მწარმოებლებს.

ელტა 90 მედიქალ ჯინეთიქს (საქართველოს ფილიალი) დაარსდა 2021 წელს და წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდის - ELTA90 ჯგუფის ნაწილს, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ევროპაში სამედიცინო და ლაბორატორიული აღჭურვილობის გაყიდვებისა და ამავე სფეროში კონსალტინგის მიმართულებით. კომპანიის სურვილია, დანერგოს ლაბორატორიებთან თანამშრომლობის ახალი გზა, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში.

ჩვენს ახალგაზრდა და მონდომებულ გუნდთან ერთად, ჩამოვაყალიბეთ ისეთი გაყიდვების პროცესი, რომლის მეშვეობითაც, ჩვენი წარმომადგენლობის მეშვეობით, ხელმისაწვდომს ვხდით მომწოდებლების პროდუქტს ნებისმიერი სახის ლაბორატორიისთვის.

ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ პროდუქტებს, ჩვენ ვყიდით გადაწყვეტილებებს სრულყოფილი პროექტებისთვის, რასაც მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით უზრუნველვყოფთ.

ძირითადი მოვალეობები:

** იმუნოლოგიის, ბიოქიმიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებით ლაბორატორიული აღჭურვილობის, სახარჯი მასალებისა და რეაგენტების გაყიდვების მართვა.
** პოტენციური კლიენტების (კლინიკები, დიაგნოსტიკური ცენტრები, ლაბორატორიები და ასე შემდეგ) მოძიება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის სპეციფიკაციებისა და გამოყენების წესების გაცნობა.
** საჯარო ტენდერებში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების და პროცესის მართვის/ჩართულობის უნარი;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ბიომედიცინის, ბიოლოგიის, ქიმიის ან მომიჯნავე სექტორის მიმართულებით.
** ენები: ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური და ენის ცოდნა (B1-B2 და უფრო მაღალ დონეზე)
** უნარები: ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: > ვაკანსიაზე განიხილებიან ახალი კურსდამთავრებულებიც (სამუშაო გამოცდილების გარეშე), რომლებსაც აქვთ შესაბამისი თეორიული ცოდნა, არიან ენერგიულები და აქვთ დიდი სურვილი, დაეუფლონ სამედიცინო გაყიდვების სპეციფიკას.>

დამატებითი უპირატესობა:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია).
** მსგავს სფეროში მუშაობის თუნდაც მცირე გამოცდილება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კარგ ხელფასს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას საერთაშორისო დონის კომპანიაში.
** სრულ მხარდაჭერასა და სწავლებას პროდუქტებისა და გაყიდვების ტექნიკების ასათვისებლად.
** საერთაშორისო სამუშაო გამოცდილებას
** საქმიანი ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნებში
** ჯანმრთელობის დაზღვევასა და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@elta90mg.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "გაყიდვების წარმომადგენელი - კლინიკური დეპარტამენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია