Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694236&print=yes&view=jobs
 
შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10 სთ-18 სთ

პოზიციის მიზანი:

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს კომპანიის მომარაგების ჯაჭვის სტრატეგიულ მართვას. მისი მთავარი როლია მრავალპროფილური გუნდის ეფექტური კოორდინაცია, პროცესების ოპტიმიზაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან პირდაპირი, მაღალი დონის ბიზნეს-ურთიერთობების დამყარება.

ძირითადი მოვალეობები:

1. გუნდის მართვა და ზედამხედველობა:

** ადგილობრივი შესყიდვები - 2 შესყიდვების ოფიცრის მუშაობის კოორდინაცია, ადგილობრივი ბაზრის მარაგების მართვისა და ფასების ოპტიმიზაციის კონტროლი;
** საერთაშორისო ლოჯისტიკა: ლოჯისტიკის თანამშრომლის ზედამხედველობა ტვირთების ტრანსპორტირებისა და ვადების დაცვის პროცესში;
** საბაჟო პროცესები: დეკლარანტთან მუშაობა, საბაჟო დოკუმენტაციის სისწორისა და პროცესების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** ავტოპარკის მართვა: ტრანსპორტის მენეჯერის კურირება კომპანიის საკუთრებაში არსებული ტრანსპორტის ეფექტური ექსპლუატაციის მიზნით;
** სამეურნეო სამსახური: სამეურნეო მიმართულების თანამშრომლის მართვა შიდა ინფრასტრუქტურული გამართულობის უზრუნველსაყოფად.

2. საერთაშორისო ურთიერთობები (პირდაპირი პასუხისმგებლობა):

** საერთაშორისო მომწოდებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება და სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება;
** საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი და ფინანსური რისკების ანალიზი;
** ახალი პოტენციური პარტნიორების მოძიება გლობალურ ბაზარზე (ევროპა, აზია და სხვა) და შესყიდვის პირობების გაუმჯობესება.
** საერთაშორისო გამოფენებზე, პოტენციური პარტნიორების მოძიება და საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბება/გამყარება.

3. დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ოპტიმიზაცია;

** მარაგების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და ERP (1C) სისტემაში მონაცემთა სიზუსტის კონტროლი;
** შესყიდვებისა და ლოჯისტიკის პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა (SOPs) და ეფექტურობის KPI-ების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** გამოცდილება: მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სფეროში, აქედან მინიმუმ 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** ენები: ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (C1 დონე - თავისუფალი კომუნიკაცია და მოლაპარაკებები);
** ტექნიკური უნარები: ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);

პიროვნული უნარები:

** გუნდის მართვისა და დელეგირების ძლიერი უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობა.

ანაზღაურება: კონკურენტული

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ განვითარებას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია