|
დასახელება:
კონსულტანტ-დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
გალერეა რუმ დიზაინი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"გალერეა რუმ დიზაინი" - ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში, რომლის ძირითადი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელს შესთავაზოს სიახლეები, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით,
"გალერეა რუმ დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას საფარდე ქსოვილების კონსულტანტ-დიზაინერის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
** ინტერიერში საფარდე ქსოვილების, აქსესუარების და საფარდე სისტემების დიზაინ-პროექტებში შერჩევა და უშუალო მუშაობა კლიენტებთან;
** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** ობიექტებზე ვიზიტი, დათვალიერება და გაცნობა, შესათავაზებელი პროდუქციის გეგმების აწყობა და შესაბამისი მასალების შეთავაზება მომხმარებელთა გემოვნების გათვალისწინებით;
** ორიენტირებულობა მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:
** გამართული მეტყველების უნარი;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, მომხმარებლებთან სანდო, საქმიანი და პროფესიონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ეფექტური, თავაზიანი მომსახურება შესაბამისი კორპორატიული შინაგანაწესის გათვალისწინებით;
** სასაუბრო რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
** სამოტივაციო წერილი;
პიროვნული უნარები:
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ინიციატივიანი;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური;
** ცვალებად გარემოში სწრაფად და მარტივად ადაპტაცია;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასით, ასევე ბონუს სისტემებით.
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 10:00-19:00 საათი.
შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:
** გასაუბრება
** მიცემული დავალების შესრულება
ჩვენ გთავაზობთ:
** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას.
** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა 1-3 თვემდე (ანაზღაურებადი)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე - ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით: vacancy@roomdesign.ge და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კონსულტანტ-დიზაინერი.
ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება.
ვებ-გვერდი: https://www.roomdesign.ge, https://www.instagram.com/roomdesigngallery/?hl=pt
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
|
|
|
|