|
დასახელება:
ანაზღაურებად სტაჟირება - სერვისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავტო დეტალ სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
კომპანია "ავტო დეტალ სერვისი" 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, მას გააჩნია მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება! მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების, ასევე საბაზრო და ნარჩენი ღირებულების დათვლა. ხოლო საქმიანობის შედეგი გახლავთ კმაყოფილი მომხმარებელი, კმაყოფილი პარტნიორი ორგანიზაციები. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდაზე, გამოირჩევა ძლიერი გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს: სამართლიანობა, მაღალი პროფესიონალიზმი + მაღალი პასუხისმგებლობა!
კომპანიის მიზანია მომხმარებლისათვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქტის, პროექტისა და სერვისის
შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
კომპანია "ავტო დეტალ სერვისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი/დიღომი.
ჩვენ შეგასწავლით:
** სერვისში მოსული ავტომობილის მიღებას;
** დაზიანებული ავტომობილების საჭიროებების განსაზღვრას;
** გუნდთან კოორდინაციას - შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლების პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფას;
** შეკეთების ვადების განსაზღვრას და განსაზღვრული ვადების კონტროლს;
** მომხმარებელთან ურთიერთობას;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლს;
მთავარია:
** იყოთ მოტივირებული
** გქონდეთ საავტომობილო სფეროში განვითარების სურვილი
** მანქანის მართვის გამოცდილება
** იყოთ პასუხისმგებლიანი და შეგეძლოთ გუნდთან მუშაობა
** სამუშაო განაკვეთი - სრული
თუ თვლით, რომ გსურთ ამ სფეროში განვითარდეთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@adservice.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ანაზღაურებადი სტაჟირება სერვისის მენეჯერი), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
|
|
|
|