|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
Estemed
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
შპს "ესტემედ" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
** კომპანიის შიდა იურიდიული ნებისმიერი ტიპის სამართლებრივი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, ბრძანებების, შეთანხმებების, სამართლებრივი წერილების და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის) მომზადება/წარმოება და მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სამართლებრივი შინაარსის წერილების მომზადება;
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაციის წარმომადგენლობა კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ადმინისტრაციულ და სახელმწიფო დაწესებულებებთან;
** კომპანიის სახელით მონაწილეობის მიღება ბიზნეს შეხვედრებში და მოლაპარაკებებში;
** სხვადასხვა მიმართულებით კომპანიაში არსებული პროდუქტების შესაბამისი ხელშეკრულებების შედგენა;
** სადისტრიბუციო ხელშეკრულებების პირობების და სხვა საერთაშორისო დოკუმენტაციის შიდა კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** შიდა სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა და საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით ორგანიზაციის სამართლებრივი დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა;
** სამართლებრივი ქეისების განხილვა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** იურიდიული დახმარება შრომით სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
** საკანონმდებლო სიახლეების დამუშავება და კომპანიის დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
** კომპანიის თანამშრომლებისათვის კომპანიის საქმეებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.
პირობები:
** სტაბილურ სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობა
** ხელფასი: 2000-2500₾
** ოფიციალური დასაქმება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@estemed.ge
|
|
|
|