|
დასახელება:
აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
მონტესორის ადრეული განვითარების ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
შემოუერთდი ჩვენს გუნდს საქართველოს მონტესორის ცენტრში!
თანამდებობა: აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: ნახევარ განაკვეთზე/სრულ განაკვეთზე
სამუშაოს აღწერა: ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მოწოდებულ აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო და აქვს შესაბამისი განათლება, შესაძლოა მოგვმართონ, როგორც სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებმა ან სტუდენტებმა, ისე გამოცდილმა კადრებმა. როგორც აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი, თქვენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ ჩვენს მზრუნველობაში მყოფი ბავშვების ზრდა-განვითარებაში.
თქვენი პასუხისმგებლობა მოიცავს:
** ბავშვების ყოველდღიური მოვლას და მეთვალყურეობას
** მონტესორის მეთოდით დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობებში დახმარებას
** ბავშვების ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას
** საკვების სერვირება და განაწილება ბავშვებისთვის
** უსაფრთხო და სუფთა გარემოს შენარჩუნება შენობაში და საკვებ ზონაში
** ზარებზე პასუხის გაცემა და მშობლებთან ურთიერთობა
** სასწავლო მასალის თარგმნა და მცირე საოფისე დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
** ბავშვების გულწრფელი სიყვარული
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტი პედაგოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ ან მსგავს სფეროში
** მოთმინება, თანაგრძნობა და ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** ადრეული ბავშვობის განათლების საბაზისო ცოდნა პლუსია
** ქართული ან ინგლისური/რუსული ენების ცოდნა.
ხელფასი და შეღავათები:
** სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: კვირაში 40 საათი, ხელფასი თვეში 700 ლარი (შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე), მონტესორის გამოცდის ჩაბარების შემდგომ ხელფასი - 1000 ლარი.
** დაწესებულების მენეჯერის თანამდებობაზე დაწინაურების შესაძლებლობა;
** ჩვენ გასწავლით მონტესორის ფილოსოფიას და გთავაზობთ კურსებს/ვორქშოფებს;
გახდით ჩვენი მოტივირებული და ინოვაციური გუნდის ნაწილი.
განაცხადის შეტანის წესი: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და რამდენიმე სიტყვა თქვენს შესახებ info@montessori-elc.ge სათაურით "აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი - [თქვენი სახელი]".
|
|
|
|