Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694167&print=yes&view=jobs
 
მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატი
მომწოდებელი: იურიდიული დახმარების სამსახური
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 27 იანვარი
თანდართული ფაილი: 694167_Attachment_1351897.zip
სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახური" - არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახური შედგება იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისგან, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ვაკანსიის დასახელება: მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატი (რეესტრის ადვოკატი).

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა ელექტრონულ ფოსტაზე: hr@legalaid.ge (საკონტაქტო ტელეფონი: 592 02 22 77) უნდა გადმოაგზავნოს რეზიუმე და დოკუმენტაცია. რეზიუმეში ან/და მეილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომელ სამოქმედო ტერიტორიას ირჩევს კანდიდატი. კონკურსში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს კანდიდატი, რომლის მიერ გამოგზავნილი რეზიუმე და დოკუმენტაცია აკმაყოფილებს გამოქვეყნებულ მოთხოვნებს.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია