|
დასახელება:
ამერიკის სადილერო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ავტო იმპორტ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ამერიკის სადილერო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს.
ძირითადი ქვეყნები: ამერიკა, კორეა, იაპონია, ევროპის ქვეყნები, ჩინეთი.
2018 წლიდან არის უმსხვილესი კორეული კომპანიის Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე.
ზოგადი უპირატესობა:
** ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან.
** ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები:
** სადილერო გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მართვა და კოორდინაცია
** გუნდის მოტივაცია, KPI-ების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი
** სადილერო გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა
** ახალი დილერების მოძიება და არსებული პარტნიორების განვითარება
** გაყიდვების პროცესების, სტანდარტებისა და სკრიპტების გაუმჯობესება
** გაყიდვების ანალიზი, რეპორტინგი და ხელმძღვანელისთვის ანგარიშგება
** თანამშრომლების ტრენინგი, შეფასება და პროფესიული განვითარება
** მომხმარებლებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტო იმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია გამოცდილება სადილერო ან B2B გაყიდვების მიმართულებით
** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარი
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური/რუსულის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + საბონუსე სისტემას
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** დინამიკურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობას და რეალურ გავლენას ბიზნესის განვითარებაზე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@aig.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ამერიკის სადილერო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი".
|
|
|
|