Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694132&print=yes&view=jobs
 
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, რომელიც უხელმძღვანელებს ფინანსურ სამსახურს, 2 კატეგორიის საწარმოში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ბუღალტრული მიმართულება:

** ბუღალტრული აღრიცხვის სრული ციკლის მართვა
** საგადასახადო აღრიცხვისა და დეკლარაციების კონტროლი (დღგ, მოგება, საშემოსავლო და სხვ.)
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა და გადარიცხვების განხორციელება;
** ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება;
** საგადახდო დავალებების აღრიცხვა - კოორდინაცია;
** გარე ფინანსურ აუდიტორებთან ურთიერთობა;
** საგადასახადო აუდიტორებთან ურთიერთობა;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების მომზადება და მონიტორინგი, ნაშთების კონტროლი;
** სახელფასო, საბონუსე და სხვა უწყისების, გადარიცხვების წარმოება და კონტროლი;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;
** ეროვნულ ბანკში სგს-ს კვარტალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** ფინანსურ დირექტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა
** MS Excel-ის სიღრმისეული ცოდნა
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ors. 7 ში სამუშაო გამოცდილება
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (სასურველია APEX)
** გუნდური მართვის გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "უნივერსალური მოლარე-ოპერატორი", სასურველი ლოკაციის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია