|
დასახელება:
ელექტრიკოსი
|
| მომწოდებელი:
ლეგი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
შპს "ლეგი" დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების
ბაზარზე, რომლის საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით.
შპს "ლეგი" აცხადებს შერჩევას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ელექტრო ენერგიით მომარაგების და რეგულირების უზრუნველყოფა
** ელექტრო გამანაწილებელი კარადების შემოწმება/მომსახურება;
** საწარმოო დანადგარების ელექტრო კვანძების შემოწმება/მომსახურება;
** საწარმოში და მის ტერიტორიაზე არსებული განათების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი, ან პროფესიული განათლება, ელექტრობის მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა;
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერტიფიკატი.
სამუშაო ადგილი: ქობულეთი, სოფ: ხუცუბანი.
ჩვენ გთავაზობთ:
შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|