|
დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
შპს გემრიელი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
შპს "გემრიელი" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილ ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის (ზედნადებები, ინვოისები, ანგარიშ-ფაქტურები) მიღება და კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა
** წარმოების გატარებების კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა
** დისტრიბუციის პროგრამაში, გადახდების შედარება საბანკო/ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდებთან
** ხელმძღვანელი პირების მოთხოვნით, შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება ბუღალტრული პროგრამიდან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** RS.ge სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Excel) კარგი ცოდნა;
** FMG, INFO პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@gemrieli.com.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0 (341) 24 14 04
|
|
|
|